|
2017-09-20 13:51:26, 2219 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია: ჩვენს ექსპორტში ჩინეთის ბაზრის წილი მნიშვნელოვნად იზრდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შანხაის ვიცე-მერს, ჭოუ ბოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ და შანხაის ვიცე-მერმა ასევე თბილისში ნოემბერში დაგეგმილი აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. ,,ჩინეთის მხრიდან საკმაოდ დიდი ინტერესია, განსაკუთრებით რამდენიმე დღის წინ უმსხვილეს კომპანია CEFC-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ. ჩვენ შანხაიში თავისუფალი ვაჭრობის ზონა დავათვალიერეთ, რომელიც ძალზედ შთამბეჭდავი იყო და ვფიქრობთ, რომ მათი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მისაღებია. ჩინეთის მზარდი ბაზარი ჩვენს ექსპორტში, მათი შემადგენელი ნაწილი იზრდება და უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ვფიქრობ, რომ ასეთი გაცვლითი შეხვედრები, რა დროსაც, როგორც დღეს გადავწყვიტეთ, იქმნება კონკრეტული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ციფრებზე იმსჯელებენ, რაც ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება“-განაცხადა გიორგი გახარიამ. შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი დავით აფციაური ესწრებოდნენ. (NS)
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)