07:27 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 20:29:18, 2576 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დაიწყო. 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური დღეს დაესწრო აშშ-ის პრეზიდენტისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას თემაზე - „გაერო-ს რეფორმები“, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში. საუბრისას, მათ ყურადღება გაამახვილეს გაერო-ს საქმიანობაზე და რეფორმებზე, რომლებიც ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღესვე, შეხვედრას გამართავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ეუთო-ს გენერალურ მდივან ტომას გრემინგერთან. 


ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, 19 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრი OGP-ის თავმჯდომარეობას, ერთი წლით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისგან გადაიბარებს. საქართველო OGP-ის ისტორიაში პირველად ხდება 75 ქვეყნისგან შემდგარი ორგანიზაციის (ინიციატივის) თავმჯდომარე. 


გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა.


ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics