|
2015-04-28 18:18:47, 914 ნახვა
სამართალი
გვენეტაძე: კანონით დამკვიდრებულია, რომ მოსამართლეები 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდებიან, ეს პოზიცია ვერ შეიცვლება
"კანონით დამკვიდრებულია, რომ მოსამართლეები 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდებიან, ეს პოზიცია ვერ შეიცვლება",-ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მედიის წარმომადგენელი მოსამართლეთა 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის პოზიციით დაინტერესდა. "ეს პოზიცია ვერ შეიცვლება, ეს კანონით დამკვიდრებული პოზიცია არის, რომ მოსამართლეები გამწესდებიან 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით და ამ გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი უვადოდ გამწესდებიან პოზიციაზ.მე, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მევალება დავიცვა კანონი. ამ საკანონმდებლო პაკეტში დახვეწილია უფრო ის დებულებები, რომლებიც 3 წლიან გამოსაცდელ ვადაში მოსამართლის შემოწმება მის კეთილსინდისიერებასა და კვალიფიკაციის საკითხებს დაუკავშირდება და ვფიქრობ, აქაც რაიმე პრობლემა ახლად დანიშნულ მოსამართლეებს არ შეექმნებათ",-აღნიშნა ნინო გვენეტაძემ. ეს განცხადება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)