|
2017-09-16 17:17:07, 2126 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის წევრებმა კომოს კომუნიკეს მოაწერეს ხელი
იტალიაში, კომოს ტბაზე შეკრებილმა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის წევრებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ გამართული მოსამზადებელი შეკრების დასასრულს მორიგ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. "კომოს კომუნიკე, მიმართავს რა ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოს და კომისიას, კიდევ ერთხელ ახდეს სამი ასოცირებული ქვეყნის ევროპული არჩევანის სტრატეგიულ დეკლარაციას. აღნიშნავს აღმოსავლეთ პარტნიორობის შედეგად ევროკავშირთან მიღწეულ ისტორიულ დაახლოებას. კიდევ ერთხელ გამოხატავს ამ ქვეყნების მზაობას, უდიდესი გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, განავითარონ დემოკრატიული მმართველობა, განამტკიცონ კანონის უზენაესობა ადამიანის უფლებათა დაცვის საფუძველზე და წვლილი შეიტანონ საერთო ევროპის უსაფრთხოების და კეთილდღეობის განმტკიცებაში. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტები, სამიტს მოუწოდებენ, სამი ასოცირებული ქვეყნის დამსახურების გათვალისწინებით, აღიარონ მათი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, შემოიღოს ახალი ფინანსური დახმარების ინსტრუმენტები და გაძლიერდეს კოლექტიური ძალისხმევა რუსული საფრთხის დასაძლევად. ღონისძიების წარმართვას ხელმძღვანელობდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავადა, აღნიშნული პლატფორმის დონორი ორგანიზაციის (კონრად ადენაუერის ფონდი) მხარდაჭერით. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ, ევროპარლამენტის წევრები, ლიტვის, მოლდოვის, უკრაინის პარლამენტის წევრები და ევროპის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების ექსპერტები. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი პლატფორმა, საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივა - აღმოსავლეთპარტნიორობის ასოცირებული ქვეყნების ტრიო - მოლდოვა, საქართველო, უკრაინა - ხელს უწყობს სამი ასოცირებული ქვეყნის ახლო თანამშრომლობას, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისთვის საჭირო კოორდინაციას და ევროპულ გზაზე ერთობლივი ძალებით დაწინაურებას. ინიციატივის ფარგლებში უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა და ერთობლივი დეკლარაციები გამოიცა< - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფომრაციაში.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)