|
2017-09-16 10:41:43, 1938 ნახვა
საზოგადოება
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება
თბილისის მერიაში დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას“ დირექტორმა, ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს. კომპანია „კა დე ვე ჯორჯია“ 2016 წელს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე თბილისის მერიის მიერ ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებული გახდა. პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სრულ ციკლს მოიცავს, რაც გულისხმობს ნარჩენების სორტირება-რეციკლირებას (პოლიმერები, ცელულოზა, ტექსტილი, შუშა, მეტალი, ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ვინილი და სხვა) და გადამუშავებას თანამედროვე, ნოუ-ჰაუ KDV ტექნოლოგიით - დახურულ უჟანგბადო სივრცეში. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, დამუშავების ასეთი წესი გარემოს არ აზიანებს. ტექნოლოგიური ციკლის ბოლოს, ნარჩენების გადამუშავების გერმანული KDV ტექნოლოგიის მეშვეობით ორი ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი მიიღება: ევრო-5 სტანდარტის სინთეტიკური დიზელი და ბიტუმი (ასფალტის წარმოებისთვის). კომპანია მისი ძირითადი პროდუქტების - დიზელისა და პოლიმერების საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს, ხოლო სხვა პროდუქტების, როგორებიცაა მაგალითად, ბიტუმი და მეტალის ჯართი- ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს. (NS)
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)