|
2017-09-16 01:03:45, 2173 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხანდამაშვილი: ჩვენ უფრო მეტ შემოსავალს გავხდით ხელმისაწვდომს მცირე მეწარმეებისთვის
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გურჯაანის მერობის კანდიდატმა არჩილ ხანდამაშვილმა და საკრებულოში ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, რამაზ უტიაშვილმა და გიორგი მაჭავარიანმა გურჯაანის სკოლის მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს, სოფელ ვეჯინის, სოფელ კალაურისა და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლების მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს და ქალაქ გურჯაანში მოსახლეობას შეხვდნენ, მათი პრობლემები მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. "დღეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მივულოცეთ მოსწავლეებს, მოვინახულეთ რამდენიმე საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი და გავაგრძელეთ შეხვედრები ქალაქ გურჯაანში მოსახლეობასთან. ჩვენს თანამოქალაქეებს ვაცნობთ ჩვენს პროგრამას, მიზნებსა და პრიორიტეტებს. მოსახლეობა პოზიტიურად გვხვდება და სჯერათ ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი გავხადოთ ხელმისაწვდომი მცირე მეწარმეებისთვის, უფრო მეტი დოვლათი შექმნას სოფელმა და გაძლიერდეს, რადგან ძლიერი სოფელი ნიშნავს ძლიერ მუნიციპალიტეტსა და შემდგომში ძლიერ საქართველოს," - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა. „ბატონი არჩილი გონიერი და ენერგიით სავსე ახალგაზრდა ბიჭია, მას აქვს შესაბამისი კომპეტენცია, რომ სწორად მართოს ჩვენი მუნიციპალიტეტი. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ახალგაზრდებს, ახლა მათი დროა,“ - სოსო ხაბაზიშვილი. (NS)
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)