13:19 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:15:36, 2159 ნახვა

კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც საზღვარზე დგომა უწევთ, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სარფის საბაჟოზე გამშვებ პუნქტზე საქართველოს მხრიდან რიგები არ არის. 

მინისტრის განმარტებით, სარფის საბაჟოზე ონლაინ კამერებია ჩართული, რაც დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას ნახოს თუ რა ხდება საქართველოს მხარეს. 

"ჩვენ მხარეს არ არის არანაირი რიგები. ჩართული გვაქვს ონლაინ კამერები და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს თუ რა ხდება საქართველოს მხარეს. ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც უწევთ დგომა საზღვარზე, მაქსიმალურად ვაწვდით წყალს, რომ არ შეწუხდნენ. ჩემს პირველ მოადგილეს ჰქონდა შეხვედრა თურქეთის ელჩთან ამ საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრა იქნება უკვე საბაჟოს ხელმძღვანელების დონეზე, რათა თურქულმა მხარემ მაქსიმალურად დააჩქაროს თავის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები. საბოლოო ჯამში, ჩვენ თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ, თუმცა რა თქმა უნდა, ხანდახან ხდება ისე, რომ მშენებლობის პროცესში მათ მხარეს შეიძლება იყოს შეფერხება. თანამშრომლობა თურქულ მხარესთან გვაქვს ყოველდღიური. ჩვენი მხრიდან ყველა ნაბიჯი გადადგმულია. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად ვეხმარებით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სარფის საბაჟოზე პრობლემები იყო და საბაჟო შეფერხებით მუშოაბდა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics