|
2017-09-15 12:17:17, 2274 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) ფინანსური სისტემების განვითარების განყოფილების ხელმძღვანელს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში სილვია პაშკეს შეხვდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აგროსექტორში სადაზღვევო მიმართულების გაძლიერებისთვის ფინანსური რესურსების მობილიზების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და საქართველოში აგროდაზღვევის პროგრამის სრულყოფის პერსპექტივები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გერმანიის მთავრობა და ევროკავშირი საქართველოში აგრარული დარგის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს, რაც ცალსახად უმნიშვნელოვანესია მთავრობის ინიციატივების რეალიზებისთვის. სილვია პაშკეს განცხადებით, საქართველოში აგროსექტორი სწრაფად ვითარდება, რაც ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის. სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მამუკა კვარაცხელია ესწრებოდა.
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)