|
2017-09-14 14:42:52, 945 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო
თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება საქართველოში“ გაიმართა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ გახსნა. “საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვის სფეროში სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანას და, ამავდროულად, რისკების შემცირების ძირითად ინსტრუმენტს ადრეული გაფრთხილების სისტემების შემუშავება წარმოადგენს. აღნიშნული სისტემის გზით შესაძლებელია მსხვერპლის თავიდან აცილება და საგანგებო სიტუაციების შედეგად გამოწვეული ადამიანური, ფინანსური და მატერიალური ზარალის შემცირება. ასეთი ფორმატის კონფერენციები საშუალებას გვაძლევს, განვიხილოთ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მიღწევები და გავიზიაროთ მათი წარმატებული გამოცდილება“, - განაცხადა მერაბ მალანიამ. შეხვედრას, საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ფრანგი, პოლონელი და ავსტრიელი ექსპერტები ესწრებოდნენ. კონფერენცია ევროკომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის TAIEX-ის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)