13:18 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 05:57:12, 2259 ნახვა

კომენტარი
ციხელაშვილი: ამერიკა უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისიტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, საქართველო უპირობო მხარდაჭერას იღებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის დესტრუქციული ქმედებების შესაკავებლად, აქტიურ პოლიტიკას ახორციელებს.

"ამერიკამ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია რუსეთის აგრესიის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლლობას სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში, ასევე სხვადასხვა ორმხრივი მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვფიქრობ, პრეიზდენტ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამ მოკლე პერიოდში, ძალიან მკაფიოდ და ბევრჯერ ითქვა, რომ ამერიკა უპირობო მრახდაჭრას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს არ არის მხოლოდ არაღიარების პოლიტიკა. ეს არის აქტიური პოლიტიკა რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული პოლიტიკის შესაკავებლად",- განაცხადა ციხელაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მ რუსეთს მოუწოდებს ოკუპირებული რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics