22:29 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 04:34:31, 2263 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის თემა ვაშინგტონში შეხვედრაზე არ განხილულა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაშინგტონში საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს საკითხებში  სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი საერთოდ არ განხილულა.

მისივე თქმით, საქართველოს აშშ-თან ყველა საკითხზე და ყველა დონეზე აქვს ურთიერთობა.

„ყველა ის საკითხი, რომელიც აქტუალურია განიხილება, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ოთხივე სამუშაო ჯგუფში, ისე ორმხრივ დიალოგში და, ბუნებრივია, ჩვენთვის პრობლემა არ არის ამერიკელ პარტნიორებთან ნებისმიერ დონეზე დავაყენოთ ის საკითხი, რაც აქტუალურია საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე ყველა ის საკითხი,რომელიც აქტუალურია  საქართველოსთვის“,-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ  მაიკ პენსს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით მიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
ნიკა გვარამია: ღარიბაშვილს მოსაყოლი ისტორია აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics