|
2017-09-13 04:12:14, 2581 ნახვა
საზოგადოება
ლადო სადღობელაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
"ქართველთა მარშის“ ერთ- ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის საქმის განხილვა 15 სექტემბრამდე გადაიდო. ამასთან, სადღობელაშვილი სხდომათა დარბაზიდან გაათავიუფლეს. სხდომის დაწყებამდე ლადო სადღობელაშვიმა აღნიშნა, რომ მას კანონი არ დაურღვევია და დაკავების მიზეზი მისთვის გაუგებარია. ამასთან, მისივე ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ავტომობილში მასზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. სადღობელაშვილი აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სასამართლოში საჩვრის შეტანას აპირებს. ამასთან, მანვე დასძინა, რომ პოლიციელების ამოცნობას, შეძლებს. შეგახსენებთ, რომ გუშინ კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართულ აქციაზე ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სადღობელაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)