13:14 - 07 Jul, 2026
|
2017-09-12 10:54:39, 2376 ნახვა
საზოგადოება
აქციაზე „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს
აქციაზე, რომელიც ამ წუთებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მიმდინარეობს, „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სადღობელაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამასთან, „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, სამართალდაცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)