|
2017-09-12 10:09:49, 2070 ნახვა
საზოგადოება
„ქართველთა მარშის“ მონაწილეები აქცია-მსვლელობით ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისისკენ მიემართებიან
„ქართველთა მარშის“ მონაწილეები აქცია-მსვლელობით ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისისკენ მიემართებიან „ქართველთა მარშის“ წევრები და მათი მხარდამჭერები უცხოლებზე მიწის მიყიდვას აპროტესტებენ. აქციაზე მონაწილეობას 100-მდე ადამიანი იღებს. მათ ბანერები აქვთ გამოტანილი წარწერით „მიწის გამყიდველი ერის მოღალატეა“, „სოროსი აშშ-ის უდიდესი ტერორისტია“, „მამულის გამყიდველებო თქვენი ადგილი ციხეშია“, „სოროსი სანაგვეზე“. აქციის მონაწილები ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისისკენ შეძახილებით მიემართებიან. ამის შემდეგ „ქართველთა მარშის“ მონაწილეები „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან გააგრძელებენ აქციას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შსს-ს წარმომადგენლები. აქციის ლოზუნგია „ერთიან ეროვნულ საქართველოს გაუმარჯოს“. როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა წევრმა ლადო სადღობელაშვილმა აღნიშნა, აქციის მიზანია ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდოს. „ვითხოვთ იმას, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდოს, ასევე ვითხოვთ სოროსის ფონდის დახურვას. ერთი კვირის თავზე თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყფილდება შიმშილობას დავიწყებთ“,-განაცხადა სადღობელაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)