|
2017-09-12 02:00:44, 1920 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები პირველივე შესაძლო, უადრეს ვადაში განსაზღვრა. ცესკოს მიერ რეგისტრირებულია 30 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 24 პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და ერთი საინიციატივო ჯგუფი. წილისყრის პროცედურაში მონაწილეობა მიიღო 15-მა საარჩევნო სუბიექტმა. დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ განსაზღვრული რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით. წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია საინიციატივო ჯგუფს, რადგან ცესკოს მიერ რეგისტრირებული იყო მხოლოდ ერთი საინიციატივო ჯგუფი დამას კანონმდებლობის თანახმად, ცესკოს მიერ განესაზღვრა რიგითი ნომერი. კანონმდებლობის თანახმად პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს ექნებათ იგივე რიგითი ნომრები, რაც მიენიჭათ მათ წარმდგენ საარჩევნო სუბიექტებს. სულ 27 რიგითი ნომერი გათამაშდა. რიგითი ნომრები კომისიის სხდომაზე მოწვეულმა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებმა დოლურიდან თავად ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ წილისყრის პროცესი იყო გამჭვირვალე და ცესკოში რეგისტრირებულ, არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, მათ შორის დამკვირვებლებსა და მედიას, ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურისთვის. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა. თუმცა, ცესკომ სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ რეკომენდაციის გათვალისწინებით, წილისყრის პროცედურა და რიგითი ნომრების მინიჭება კანონმდებლობით შესაძლებელ უადრეს ვადაში, უფლებამოსილი პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ არჩევნებში რიგითი ნომრის მოთხოვნის ვადის ამოწურვისთანავე განახორციელა. ასევე, დღეს დასრულდა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ყველა პროცედურა. თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიები შეეცდებიან ასევე უმოკლეს ვადებში, და არა კანონმდებლობით განსაზღვრულ ბოლო ვადაში, განახორციელონ საინიციატივო ჯგუფებისათვის რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცედურა. წილისყრის პროცედურის შედეგების მიხედვით, 15 საარჩევნო სუბიექტს შემდეგი რიგითი ნომრები მიენიჭათ: №4 – „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ №9 - „მემარცხენე ალიანსი“ №11 – „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ №13 - „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ №14 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ №18 – „ტრადიციონალისტები“ №20 – „შენების მოძრაობა“ №23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ №27 - ბლოკი „გიორგი ვაშაძე-ერთობა ახალი საქართველო“ №29 – „ახალი მემარჯვენეები“ №31 – „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" №34 – “მამულიშვილთა ორდენი სამშობლო" №37 - „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები“ №38 - ბლოკი "სახალხო-ხალხის ერთსულოვნება" №39 – „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ საარჩევნო სუბიექტები, რომელთაც რიგითი ნომრები საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით (წილისყრაში მონაწილეობის გარეშე) განესაზღვრათ: №1 -"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" №2 - საარჩევნო ბლოკი "ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო" №3 - ბლოკი „ლორთქიფანიძე, კუკავა-თავისუფალი საქართველო“ №5 - ბლოკი"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" №6 - "რესპუბლიკური პარტია" №7 - "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის" №8 -"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" №10 - "შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" №12 - "საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები" №15 – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ №17 – „საქართველო“ №22 – „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ №28 - "ზვიადის გზა უფლის სახელით (“სამართლიანობის აღდგენის კავშირი; მეანაბრეთა ასოციაცია; იპოთეკით დაზარალებულთა დარბაზი; ალტერნატიული პირადობის დაშვების ლიგა; უფალია ჩვენი სიმართლე)" №41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ №42 - საინიციატივო ჯგუფი - მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი
(NS)
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)