|
2017-09-09 06:41:42, 3420 ნახვა
კულტურა
პრეზიდენტმა ფრანგი კომპოზიტორი მიშელ სონი ღირსების ორდენით დააჯილდოვა
ფრანგი მუსიკოსის, პროფესორის და ლიტვის სახელმწიფოს საპატიო კონსულის მიშელ სონის დაჯილდოების ცერემონია დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. ცნობილ კომპოზიტორს ღირსების ორდენი თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიშელ სონი ღირსების ორდენით საქართველოში ახალგაზრდა ქართველი პიანისტების პროფესიული განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა. "ჩემთვის დიდი პატივია ეს ჯილდო, რადგან მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს ქვეყანა 20 წლის წინ აღმოვაჩინე და ყველაფერი გავაკეთე, რომ ქართველი ხელოვანები და საქართველო გამეცნო ევროპისთვის. ხელი შევუწყე ახალგაზრდა მუსიკოსებს განვითარებაში, მე დღეს ჩემი ფონდის „სოს ტალანტის" დახმარებით ვაგრძელებ იგივე საქმიანობას. ძალიან სასიამოვნოა ასეთი ლამაზი და ორიგინალური კულტურის ქვეყანას ხელი შევუწყოთ, ჩემთვის დიდი პატივია და ამაყი ვარ იმ საქმიანობით, რასაც ვაკეთებ საქართველოსთვის", - განაცხადა დაჯილდოების შემდეგ მიშელ სონმა. პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები და ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე. ფრანგი კომპოზიტორი თბილისს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, სპეციალურად, ქართველი პიანისტებისათვის მასტერკლასების ჩასატარებლად ეწვია. იგი უკვე 20 წელია აქტიურად ახორციელებს ქართველი პანისტების ხელშეწყობას მისივე საერთაშორისო ფონდის - SOS Talent Foundation მეშვეობით. ფონდის ლაურეატები სხვადასხვა დროს იყვნენ ხატია და გვანცა ბუნიათიშვილები, თამარ ბერაია, თედო დიაკონიძე, ანა გოგავა, გვანცა ქობალია, ბარბარე ჩხაიძე. წელს კი, ანა ყიფიანი მიემგზავრება ინგლისში სწავლის გასაგრძელებლად. ხოლო, ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე საქართველოს სახელს ღირსეულად წარმოადგენენ საერთაშორისო სცნებზე და კონკურსებში.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)