|
2017-09-08 06:38:57, 2288 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს პოლონური დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს განათლების დეპარტამენტის დირექტორს სლავომირ ფრაჩაკს, ასევე პოლონეთის არმიისა და კატინის მუზეუმების დირექტორებს - ადამ ბულავასა და ევა კოვალსკას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოში პოლონეთის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ერჟი პტაშეკი, თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები და დელეგაციის სხვა წევრები დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და საბჭოთა წარსულის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ქართველი და პოლონელი ისტორიკოსების, ასევე მხარეებს შორის მემორიალურ საკითხებში თანამშრომლობის თემები განიხილეს. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამებში პოლონელი ლექტორების ჩართულობისა და სასკოლო სამხედრო განათლების მხრივ არსებული გამოცდილების გაზიარების საკითხებზე გაამახვილა. პოლონურმა მხარემ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-21 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, პოლონეთის არმიის დივიზიის მეთაურის, გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის სახელობის აუდიტორიის აღჭურვასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოხატა. ვიზიტის ფარგლებში, ხვალ პოლონეთის დელეგაციის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრებიან. (NS)
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)