|
2017-09-07 06:41:42, 2544 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: ლარის კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში საქართველოზე არაა დამოკიდებული
„ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხები ლარში გადაეყვანა და შესაბამისად, მათზე კურსის ცვლილებას ზეგავლენა არ მოეხდინა“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია არ გაიზარდოს ფასები პროდუქციაზე და სესხების მომსახურებაზე. „ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ იმაზე, რომ კურსის ცვლილება ძირითად შემთხვევაში არაა დამოკიდებული საქართველოზე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ღია და გახსნილი ეკონომიკა. შესაბამისად, ჩვენი ვალუტის კურსი არის მცურავი და ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ფასებს, ჩვენ ივლისის შემდეგ ვხედავთ, რომ ინფლაციამ დაიწყო შემცირება და დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს ჩვენ 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დავუბრუნდებით“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)