|
2017-09-07 01:44:07, 2189 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მნიშნველოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის და ევრობანკის გუნდს საქართველოს განვითარებისა და მთავრობის მიერ აღებული კურსის მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის. EBRD-ის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში, მთავრობის მეთაური მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, EBRD-ი საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, რომელმაც მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში ქვეყანაში 17 პროექტი და 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა, რაც, მათივე თქმით, უპრეცედენტო და რეკორდული მაჩვენებელია. „ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება; კონკრეტული პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია საქართველოს ევროპასთან დაახლოების პროცესზე, არის უაღრესად მნიშვნელოვანი - კერძოდ, საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პოტენციალის ათვისებაზე და ა.შ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევრობანკი მხარს უჭერს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას და ამის გამოხატულება გახლავთ სწორედ ის, რომ მათი სტრატეგია პირდაპირ მორგებულია ოთხპუნქტიანი გეგმის დღის წესრიგზე, რაც ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ასევე, პრეზიდენტმა ჩაკრაბარტიმ გააჟღერა გზავნილები, რომლებიც ეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს და დაადასტურა, რომ საქართველო გადააჭარბებს ევრობანკის მიერ წინასწარ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, გზავნილები, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისეთი პიროვნების მხრიდან, რომელსაც საინვესტიციო სამყარო ძალიან ყურადღებით უსმენს. ამიტომ, გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ ევრობანკის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის, EBRD -ის მთელ გუნდს და ადგილობრივ ოფისს საქართველოს განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)