|
2017-09-06 09:56:55, 2347 ნახვა
ეკონომიკა
სემეკ-ი ხვალ რამდენიმე კომპანიისათვის ტარიფების დადგენის საკითხზე იმსჯელებს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ხვალ საჯარო სხდომას გამართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ სემეკიდან აცნობეს, სხდომაზე განიხილავენ წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი რამდენიმე კომპანიისათვის გეგმიური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას 2018 წლის ტარიფების დადგენის მიზნით. მათივე ცნობით, კომისია განიხილავს გეგმიური საჯარო ადმინისტრაციული წარმოებების დაწყებას შემდეგ საკითხებზე: შპს „ენერგოტრანსისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ენგურჰესისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „მცხეთის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „რუსთვის წყალისთვის“ წყალმომარაგების (ზედა ზღვარი) ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგური - ჟინვალჰესისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენის მიზნით; შპს „ჯი ფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით; სს „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფის დადგენის მიზნით; სს „ენერგო პრო ჯორჯია გენერაციისათვის“ მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების - რიონჰესის, ლაჯანურჰესის, ძევრულჰესის, გუმათჰესების კასკადის და შაორიჰესის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით. საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)