10:56 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 03:05:54, 2198 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია

აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემასთან ბრძოლაში საქართველოს IPPC დახმარება ჰპირდება. მავნებელთან ბრძოლის საკითხები დღეს სოფლის მეურნეობის მინიტრმა ლევან დავითაშვილმა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურ მდივანთან ჯინგუენ შიასთან შეხვედრაზე განიხილა.

სოფლის მეურნეობის მინიტრის განცხადებით, მავნებელთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

„ახალი ინვაზიური მავნებელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ მავნებელთან ბრძოლის დიდი საერთაშორისო პრაქტიკა ევროპაშიც არ არსებობს.  შედარებით,  მეტი გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუგროვდათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ჩამოვაყალიბოთ, ის მიდგომები, რაც ეფექტიანი იქნება მავნებლის დასამარცხებლად“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალურმა მდივანმა განაცხადა საქართველო აზიური ფაროსანას სახით, მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე დგას და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მინისტრს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. 

„ჩვენ ვითანამშრომლებთ მცენარეთა მავნე ორგანიზმებისგან დაცვისა და ფიტოსანიტარული საკარანტინო ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე  სურსათის უვნებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - აღნიშნა ჯინგუენ შიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრისა და მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) გენერალური მდივნის შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics