|
2017-09-05 10:45:30, 2253 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი დეკლარაციის მნიშვნელობა. პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილეს და საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი უწყვეტი და მტკიცე მხარდაჭერისათვის. შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლონეთის ფართო გამოცდილების გაზიარებისა და ამ პროცესში პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება. გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა NATO-ს ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების საჭიროებას და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის დღის წესრიგის გააქტიურებისათვის 2018 წლის NATO-ს სამიტის მნიშვნელობა შეაფასა. შეხვედრისას ხაზი გაესვა ასევე, ვიშეგრადის ჯგუფთან რეგიონალური თანამშრომლობის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას და აღინიშნა ვიშეგრადის ჯგუფსა და შავი ზღვის რეგიონის პარტნიორული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობა. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ორივე ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ,,საქართველოში ყოფნისას პრეზიდენტები საქართველო და პოლონეთის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობაზე გადასვლაზე შეთანხმდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე კი, ამ მიმართულებით არსებულ ფორმატებზე ისაუბრეს. პრეზიდენტი დუდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევრო და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ და ის დაჰპირდა საქართველოს პრეზიდენტს, რომ მომავალი სამიტისთვის, ბრუსელში ის ყველაფრით შეეცდება, რომ საქართველოს დღის წესრიგი წინ წაიწიოს'', - აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)