|
2017-09-05 08:59:00, 2359 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართული საზოგადოების ისტორიული მიზანია
პოლონეთში, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილი არაფორმალურ ღია დისკუსიაში ჩაერთო, რომლის განხილვის მთავარი თემა ევროპის წინაშე არსებული პრობლემები, გამოწვევები და ევროკავშირის გაფართოების მომავალი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - ევროკავშირის დაახლოების პროცესზე და ამ პროცესში ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე, ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკაზე, მისი გაფართოების მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუსეთის როლზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში არსებული ტენდენცია, რომ რუსული აგრესია საქართველოში 2008 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც მან ფაქტობრივად მოახდინა სამხედრო ძალებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არასწორია, რადგან რუსეთმა აგრესიული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, იგივე, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჯერ კიდევ 90 - იან წლებში დაიწყო, როგორც კი საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა და ნათლად გამოხატა მის ისტორიულ ოჯახში - ევროპაში დაბრუნების მისწრაფება რუსეთმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იქნეს მიღებული. ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-პოლონური პარტნიორობის მიმოხილვას განსაკუთრებული დრო დაუთმო და აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისა ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაცის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაცია ისტორიულ მიზანს წარმოადგენს, რადგან საქართველო საკუთარ თავს ევროპაში ხედავს, როგორც კულტურული ასევე პოლიტიკური მიმართულებითაც. ქართული საზოგადოებისათვის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია რეფორმების მიმდინარეობის პროცესში. საქართველოს პრეზიდენტს და ფორუმის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მომზადებული ქართული ანბანის გამოფენა დაეთვალიერებინათ, რომელიც იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაშია.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)