|
2017-09-05 06:15:47, 5660 ნახვა
High - Tech
ამერიკელმა მეცნიერებმა შაქარი ნარკოტიკად სცნეს
სენტ-ლუქის კვლევითი ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შაქარი ადამიანის ორგანიზმზე კოკაინისმაგვარ ნარკოტიკულ ზემოქმედებას ახდენს. მეცნიერებმა საკუთარი დასკვნა "British Journal of Sports Medicine"-ში გამოაქვეყნეს. კვლევის დროს გამოვლინდა, რომ შაქრის ნახშირწყლების ორგანიზმზე ზეგავლენა კოკაინის ნარკოტიკის ზეგავლენას ძალიან ჰგავს. ის ცვლის ხასიათს, ბედნიერების გრძნობის შეგრძნებას მატებს და ისეთივე მიჩვევას აჩენს, როგორც ნარკოტიკი. მეცნიერების დაკვირვებით, ვირთხები კოკაინით და შაქრით გაჯერებულ წყალს შორის უმეტეს შემთხვევაში მეორეს ირჩევდნენ. იმავე დასკვნაში ნათქვამია, რომ ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში, შაქრის ნახშირწყლები ორგანიზმზე ალკოლოიდებზე უფრო ცუდ ზეგავლენას ახდენს. "სენტ-ლუისის" მეცნიერებს კემბრიჯის პროფესორი ჰიშამ ზიაუდინი (Hisham Ziauddeen) არ ეთანხმება. მისი მტკიცებით, შაქრის დიდი დოზით მიღება მავნებელია მაგრამ ის ნარკოტიკულ დამიკიდებულებას არ იწვევს. სხვა, ამ თემაზე მომუშავე პროფესორის რობერტ ლუსტიგის (Robert Lustig) აზრით შაქრის ზეგავლენა ორგანიზმზე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია, მაგრამ ის ნარკოტიკისმაგვარ დამიკიდებულებას არ იწვევს , "მასზე დამოკიდებულება ნიკოტინზე დამიკიდებულებას უფრო ჰგავს, ვიდრე რომელიმე ძლიერ ნარკოტიკზე"-წერს ლუსტიგი. როგორც ხედავთ ყველა მეცნიერის მოსაზრება ერთმანეთს მხოლოდ იმაში ემთხვევა, რომ შაქრის დიდი რაოდენობით (7-8 ჩაის კოვზი დღეში) მიღება ჩვენს ორგანიზმს ზიანს აყენებს.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)