16:03 - 20 Aug, 2026
|
2017-09-05 05:13:39, 2478 ნახვა
სამართალი
ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს მის ადვოკატობას სთავაზობს
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს. ამის შესახებ გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ვარ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დეკანოზ გიორგი მამალაძეს საჯაროდ ვთავაზობ მის ადვოკატობას შემდეგი ინსტანციების სასამართლოებში. ცხადია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და, ცხადია, მის საადვოკატო გუნდთან ერთად. ველი გამოხმაურებას“, - წერს ნიკა გვარამია. შეგახსენებთ, სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)