|
2017-09-04 06:21:24, 1211 ნახვა
სამხედრო
სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: არასდროს გვითქვამს, რომ „Agile Spirit 2017“-ში მივიღებდით მონაწილეობას
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოში მიმდინარე წვრთნებში "Agile Spirit 2017" მონაწილეობის შესახებ ოფიციალური განცხადება არასდროს გაუკეთებიათ. "ვერ გეტყვით, რატომ მოხვდა სომხეთი წვრთნების მონაწილე ქვეყნების ნუსხაში. სომხეთს არასდროს უთქვამს, რომ ამ წვრთნებში მიიღებდა მონაწილეობას", - აღნიშნა ზაკარიანმა. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში დაგეგმილ Agile Spirit 2017-ში სომხეთს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ის წვრთნების დაწყების დღეს არ გამოცხადდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, სომხეთმა წვრთნებში მონაწილეობაზე უარი ბოლო წუთს თქვა, თუმცა, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მანამდე აცხადებდა, რომ Agile Spirit 2017-ში მონაწილეობს მიიღებდა. ამასთან, არტაკ ზაკარიანის თქმით, "ყველა ქმედება შესაძლოა თავიდან იქნას განხილული". მანვე დასძინა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა წვრთნებში, არ არის განპირობებული აზერბაიჯანის მონაწილეობით ან რომელიმე სხვა ქვეყნის ზეწოლით. სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)