16:04 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-03 01:38:23, 2728 ნახვა

სამართალი
ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობის გამო, მამაკაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ს.ს., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, წალკის რაიონის სოფელ არსარვანში დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ორსულ მეუღლეს - 1991 წელს დაბადებულ ჯ.ს.-ს, რომელიც, მომხდარის შედეგად, მარნეულის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალბატონს ტვინის მსუბუქი შერყევა დაუდგინდა. ასევე, დადგინდა, რომ ს.ს.-მ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

სამართალდამცველებმა მოძალადე საკუთარი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს",-აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გიორგი ჩიკვაიძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთი მის მიერ დაწყებულ ომში მარცხდება
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics