|
2015-04-27 15:49:42, 776 ნახვა
ეკონომიკა
ლარის კურსთან დაკავშირებით, პარლამენტში სავარაუდოდ მომავალ კვირას იმსჯელებენ
ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით,. სავარაუდიდ მომავალ კვირას პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები ჩატარდება. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაურმა განაცხადა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ საკომიტეტო მოსმენას, როგორც მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრები, ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეც უნდა დაესწროს. „რა თქმა უნდა საჭიროდ მიმაჩნია, მათი მოსმენები მუდმივმოქმედ რეჟიმში გაგრძელდეს, როგორც ლარის კურსთან, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ ეს მოსმენები ჩატარდება მომდევნო არასაპარლამენტო კვირაში და ის საკითხები იქნება დასმული, რაც წინა მოსმენის დროს პასუხგაუცემელი დარჩა. შევეცდებით ახლა უფრო სიღრმისეულად მოვისმინოთ“, - აღნიშნა მეჭიაურმა. მან ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაუფასურების წინაპირობა არ არსებობდა. „ბოლო თვის მანძილზე ფაქტიურად ეს პირველი შემთხვევაა, როცა 2 პუნქტით და ცოტა მეტით გაუფასურდა. მე ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ უნდა გაუფასურებულიყო. დავაკვირდებით დღეს და კიდევ მომდევნო დღეებში პროცესი როგორ განვითარდება. რა თქმა უნდა საბიუჯეტო კომიტეტის მოსმენების დროს უფრო დეტალური განხილვა იქნება“, - განაცხადა მეჭიაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)