07:10 - 07 Jul, 2026
|
2017-08-31 06:55:49, 2658 ნახვა
საზოგადოება
ქეთი დოლიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს
თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ დოლიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა!!!! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა!“, - წერს ქეთი დოლიძე. ამასთან, როგორც დოლიძე აცხადებს, თანამდებობაზე მუშაობას 17 სექტემბრამდე გააგრძელებს. „17 სექტემბრამდე მე ვარ ოფიციალურად სამხატვრო ხელმძღვანელი. ველოდები დასის ჩამოსვლას. ეს სპეციალურად გააკეთა გიორგაძემ, ელოდებოდა დასი რომელიც მთლიანად მიჭერს მხარს, გარდა 10 კაცისა, როდის წავიდოდა ისრაელში. გაფრინდნენ თუ არა მოაწერა ხელი ბრძანებას“, - აცხადებს დოლიძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)