|
2017-08-31 02:39:48, 2128 ნახვა
კომენტარი
პრემიერი უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს მიმართავს - გული არ გაიტეხოთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბიტურიენტებს, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდნენ, სტუდენტობას ულოცავს. ასევე, პრემიერმა მიმართა უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ ახალგაზრდებსაც: "მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს სტუდენტებს, 28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას და მინდა, ვუსურვო მათ, რომ შეიძინონ ის ცოდნა, უნარჩვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და, რა თქმა უნდა, მათ გამოადგებათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას გააჩნია ძალიან ნათელი მომავალი. დინამიკა ცხოვრების იზრდება, გამოწვევები პროფესიონალური მომზადების კუთხით საკმაოდ კონკურენტულია და აქედან გამომდინარე, გვჭირდება ახალგაზრდობა, რომელიც მომზადებული იქნება ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გადალახეს ბარიერები, რაც იყო დაწესებული უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად, ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან. ვინც ვერ მოხვდა, მინდა ვუთხრა, რომ გული არ გაიტეხონ. ცხოვრება არის შესაძლებლობებით სავსე და ასეთი შესაძლებლობები ყოველ წუთას ჩნდებიან ადამიანების წინ და დარწმუნებული ვარ, თითოეულ ახალგაზრდას, რომელიც ვერ გახდა სტუდენტი, ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს", - განაცხადა პრემიერმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)