04:39 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 06:42:00, 2157 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტმა სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენების თაობაზე პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სტიქიის ზონაში სამხედრო შენაერთების გამოყენების თაობაზე, პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა.

საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, 2017 წლის 22 აგვისტოს #5 ბრძანების დამტკიცებას მხარი 116-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

შეგახსენებთ, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით” საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს გუშინ მიმართა. პრეზიდენტი საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენებას დაეთანხმა. მან შესაბამისი ბრძანება გამოსცა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics