|
2017-08-23 05:14:31, 2171 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: დანაკარგი მძიმეა, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასე ერთობლივად აღვადგენთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტიქია ერთობლივი ძალებით დამარცხდება და მეორე დღიდანვე ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაიწყება. პრემიერ-მინისტრმა ყველას, ვინც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობეში მონაწილეობს, კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა. კვირიკაშვილის თქმით, სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მეხანძრე-მაშველებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იშრომეს. „ჩვენმა მეგობრებმა გაგვიწიეს დახმარება, აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა. ბელარუსი. თქვენ ხედავთ მათ წარმომადგენლებს, როგორც ცოცხალ ძალას ასევე ტექნიკას. უნდა ვთქვა, რომ ჩვენი მეგობრებისგან ყოველ წუთს მოდის შემოთავაზება დახმარებაზე. ჩვენ ამ სტიქიას ერთობლივად დავამარცხებთ. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, სანამ ცეცხლი ბოლომდე არ ჩაქრება, შტაბი გააგრძელებს მუშაობას. ერთობლივი ძალებით აუცილებლად დავამარცხებთ ამ სტიქიას და მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას, რომ ეს ტყე-პარკი აღვადგინოთ. დანაკარგი მძიმეა, მაგრამ გული არ გავიტეხოთ, როგორც ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ისე ერთობლივად აღვადგენთ. შეიძლება შევქმნათ ფონდი, სადაც, ჩვენი მეგობრების მონაწილეობით, ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორც ამ ხანძრამდე იყო. დიდი მოცულობით ფართობი დაიწვა, ჩვენ ამ სტიქიას ბოლომდე დავამარცხებთ და აღვადგენთ ტყე-პარკს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)