|
2015-04-26 10:37:43, 670 ნახვა
სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა წარმოადგინეს და ნებაყოფლობით ჩააბარეს: 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა კალიბრის 5173 საბრძოლო ვაზნა, 9 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის 97 ხელყუმბარა, 16 ამფეთქი მოწყობილობა, 1 რევოლვერი, 9 სასიგნალო რაკეტა, 1 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარა, ყუმბარმტყორცნის 2 ჭურვი, 2 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი და სხვადასხვა ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 11 მჭიდი. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)