|
2017-08-18 14:18:59, 2166 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით, კონკურსი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" გამოცხადდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ორგანიზაცია განათლებისა და ცნობიერების ამაღლების ინსტიტუტთან (EARI) ერთად დღეს მედიისთვის კონკურსი გამოაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება. გიორგი აბაშიშვილის თქმით, „პროექტი „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე" ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელსაც პრეზიდენტმა დაუჭირა მხარი. „ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მათ შორის საკონსტიტუციო საკითხებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თითოეულ თქვენგანზე, ჟურნალისტებზე და შესაბამისად ძალიან საინტერესოა სწორედ ის, თუ როგორ ხდება საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, როგორია სხვადასხვა ტიპის სიუჟეტები, მისი შინაარსიდან გამომდინარე, როგორც სატელევიზიო ნაწილში, ისე რადიო, ბეჭდურ, მათ შორის ელექტრონული მედიის ნაწილში და ყევლაზე მეტად მნიშვნელოვანი რაც არის, ამ ყველაფერს შეაფასებს ძალიან კვალიფიციური ჟიური, კონსტიტუციონალისტების და ჟურნალისტების შემადგენლობით, " - განაცხადა აბაშიშვილმა. პროექტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მედიასაშუალებებში გავრცელებული ჟურნალისტური ნაშრომების კონკურსს ითვალისწინებს. წევრი წევრისგან შემდგარი ჟიური 2017 წელს გამოქვეყნებული მასალებიდან საუკეთესოებს გამოავლენს (I და II ადგილები) შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი, საუკეთესო რადიო სიუჟეტი, საუკეთესო ელექტრონული ნაშრომი, საუკეთესო საგაზეთო ნაშრომი. პროექტის ბოლოს გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია, სადაც გამარჯვებულებს პრეზიდენტი დაასახელებს. გამარჯვებული ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით. კონკურსის სხვა მონაწილეებს გადაეცემათ სიმბოლური საჩუქრები. ჟიურისთვის წინასწარ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმებია: საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის სიღრმისეულად გაშუქება; საკითხის ობიექტურად გაშუქება, გადმოცემის სიმარტივე, საკითხზე ჟურნალისტის კომპეტენტურობა. ჟურნალისტებმა საკონკურსო ნამუშევრები უნდა გააგზავნონ 18 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: instituteeari@gmail.com ჟიურის შემადგენლობაში არიან თამარ ჩიქოვანი, ზვიად ქორიძე, ლუბა ელიაშვილი, კონსტანტინე ჩოკორაია, ლევან ალაფიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)