|
2017-08-17 21:14:16, 2287 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე: ტერორიზმი თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად რჩება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტს გამოეხმაურა. კობახიძემ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს თანადგომა გამოუცხადა. „ვუსამძიმრებ ესპანელ ხალხს დღეს, ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით, ვგმობ ამ შემზარავ თავდასხმას და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და დაზარალებულებს. ტერორიზმი რჩება თანამედროვე სამყაროს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევად. საქართველო აგრძელებს ამ გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენს მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ერთად. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ მუშაობას მშვიდობისა და უსაფრთხოების მისაღწევად. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მწუხარებას მომხდარი ტრაგედიის გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“,-აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)