|
2017-08-17 12:22:26, 2338 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: ბოჭორმის ქუჩაზე სამუშაოები დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება
თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ. თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ბოჭორმის ქუჩაზე კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, 17000მ2 ფართობზე, ახალი საგზაო სამოსი დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დიდი ხნის განმავლობაში დაზიანებული იყო, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება. ,,ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს ბოჭორმის ქუჩაზე. გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოწესრიგდება გზის საფარი და ტროტუარები. ამჟამად მიმდინარეობს ასფალტის ზედა ფენის დაგება. სამუშაოები დაახლოებით, 10 დღეში დასრულდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ცეკური“ აწარმოებს. სამუშაოები 10 ივნისს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)