|
2017-08-16 10:35:04, 2060 ნახვა
საზოგადოება
ქართველმა პოლიციელმა სპორტსმენებმა აშშ-ში კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტსმენთა გუნდი აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში, „მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017“-ში მონაწილეობას წარმატებით აგრძელებს. ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 3 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. საქართველოს შსს-ს ძალოსნებმა წარმატებით იასპარეზეს. ლევან გილიგაშვილმა 83 კგ წონით კატეგორიაში 190-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ოქროს მედალს დაეუფლა. ასევე, ოქროსმედალოსანი გახდა ვასილ მინდორაშვილი (105 კგ), რომელმაც 185-კილოგრამიანი შტანგა დასძლია. კობა კობახიძემ (105 კგ) კი 170 კილოგრამიანი შტანგა ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მოცურავე გიორგი სამარღანიშვილი, გულაღმა სტილით ცურვაში, ფინიშის ხაზთან პირველი მივიდა და ოქროს მედალი აიღო. ქართველმა პოლიციელმა-მოკრივემ, ედუარდ იმერლიშვილმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)