|
2017-08-15 12:50:25, 2369 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა გერმანიაში დაშავებული სამხედროები მოინახულა
3 აგვისტოს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მოხმდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანიაში მდებარე ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოინახულა. მინისტრთან ერთად გერმანიაში იმყოფება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის კურსის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და თანადმგომისთვსი მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მალე სრული გამოჯანმრთელება უსურვა და კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისთვის“ დააჯილდოვა. გენერალური შტაბის უფროსმა კი, ჯარისკაცებს გენერალური შტაბის მონეტები უსახსოვრა. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანიაში ავღანეთიდან გაემგზავრა. 3 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარე ბებიაშვილი ემსხვერპლა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)