|
2017-08-13 18:47:36, 2257 ნახვა
საზოგადოება
სააკაშვილი: რუსი ოლიგარქის მინისტრმა „ავაკოვთან“ საუბრისას აღიარა, რასაც ყოველთვის ვამბობდი, ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე Страна.ua-ს მიერ გაავრცელებულ აუდიოჩანაწერს გამოეხმაურა. „რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა ავაკოვთან საუბრის დროს აღიარა ის, რასაც ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ არის გაყალბებული და ატარებს წმინდა პოლიტიკურ ხასიათს. ივანიშვილს ეშინია საქართველოში ჩემი ჩასვლის, რადგან ქართველი ერი, რომელსაც უკვე საკმარისი მასალა აქვს ჩემი მმართველობის ოლიგარქიულ ჩაგვრასთან შესადარებლად, გამოვა ქუჩაში და მოაშორებს მათ, როგორც კი მე გამოვჩნდები თბილისში. მაგრამ, მე მაქვს უახლესი გეგმები, დაკავშირებული უკრაინასთან და მის გათავისუფლებასთან მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან," - აღნიშნავს სააკაშვილი. ცნობისთვის, Страна.ua-მ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, სადაც რუსი პრანკერები ამბობენ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს. შსს-მ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. უწყების პრესსამსახურის განმარტებით, უკრაინის შს მინისტრსა და გიორგი მღებრიშვილს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)