|
2017-08-12 16:03:17, 1301 ნახვა
სამხედრო
ქართველი სამხედროები მედლით „დიდგორის ჯვარი“ დაჯილდოვდნენ
დიდგორის ბრძოლიდან 996-ე წლისთავი სახალხო დღესასწაულით აღინიშნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დიდგორის ველზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ზაალ კაპანაძე, ნუკრი გელაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით გაგრძელდა. გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსს, მაიორ მალხაზ გოლეთიანს და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონის ნაღმტყორცნელთა სექციის I გათვლის მეთაურს, კაპრალ მამუკა ჭონიშვილს უწყებრივი მედლები „დიდგორის ჯვარი“ პირადად გადასცა. აღნიშნული ჯილდო თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დააწესა. ყოველი წლის 12 აგვისტოს, დიდგორის ველზე, გამორჩეულ სამხედროს ლიდერობისთვის თავდაცვის სამინისტრო მედალს - „დიდგორის ჯვარი" გადასცემს. სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2017“, ხალხური სიმღერებითა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით გაგრძელდა. ასევე ჩატარდა შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)