22:06 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-10 09:52:52, 2272 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა

პროგრამული ხარვეზის გამო, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში, 22-დან 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ღამის 00:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე 8 რეისი ქვეყნიდან დაგვიანებით გავიდა. 

პრესსამსახურის განმარტებით, რეისების დაგვიანება სარეგისტრაციო პრობლემებით იყო გამოწვეული, კერძოდ კი, მგზავრები პროგრამის გაუმართაობის გამო რეგისტრაციას ვერ გადიოდნენ. 

ამასთან, ყველა დანარჩენი რეისი დაგეგმილ დროს შესრულდა. ამ ეტაპისთვის რეისები შეფერხების გარეშე სრულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics