|
2017-08-08 11:45:25, 2626 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო ფართოვდება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს „ბუმბა“ შეემატა, რომელიც პლასტმასის ჭურჭლისთვის სახელურების წარმოებას შეძლებს. აღნიშნული კომპანია უკვე 20 წელია პლასტმასის ჭურჭელს აწარმოებს, თუმცა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კომპანია პროდუქციის ასორტიმენტს გააფართოებს და დამატებით 20 ადამიანს დაასაქმებს. შპს „ბუმბა“ პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს, კერძოდ კი მოლაპარაკებებს აწარმოებს ისეთ მსხვილ კომპანიებთან როგორებიცაა ბორჯომი, სნო და ა.შ. შპს „ბუმბა“, რომელიც 2018 წლის იანვარში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებით სარგებლობს. რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 616 749 ლარს შეადგენს.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)