|
2015-04-24 13:51:00, 832 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი დაამტკიცა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი დაამტკიცა. სტანდარტში ის სავალდებულო მომსახურებებია გაწერილი, რომელსაც სახელმწიფო პატიმრობაში მყოფ პირს მიაწვდის. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ბესო დევდარიანმა აღნიშნა, ეს არის ახალი ევროპული, უფრო დახვეწილი ტიპის სისტემა. „ეს სისტემა ადრეც ფუნქციონირებდა, ეს იყო ძალიან ეფექტურად მომუშავე სისტემა, მაგრამ საჭირო არის ახალი ევროპული, უფრო დახვეწილი სისტემის შექმნა იმისათვის, რომ სტანდარტი უფრო მაღალი იყოს. პატიმარმა მიიღოს ის, რაც მას ეკუთვნის. ეს ყველაფერი ზუსტად ამ სტრატეგიით განისაზღვრა და დამტკიცდა ამ დოკუმენტით. პატიმარი მიიღებს ყველაზე მაღალი სტანდარტის სერვისს, მას ეცოდინება რა სჭირდება, რა უნდა გაუკეთდეს, შემდგე ჩაუტარდება აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მკურნალობა. მიიღებს მედიკამენტებს, რომელიც მინისტრის ბრძანებით უფასო იქნება“,-განაცხადა ბესო დევდარიანმა. უწყების ინფორმაციით, მოცემული სტანდარტით, დაწესებულებაში მოხვედრამდე ბრალდებული და მსჯავრდებული პირები სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ინდივიდუალური რისკების შეფასების საფუძველზე, დაიგეგმება რუტინული პრევენციული/სკრინინგული გამოკვლევები არაგადამდებ და გადამდებ დაავადებებზე. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვედრისთანავე პირს შეეთავაზება კონსულტაცია და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები შემდეგი გადამდები დაავადებების გამოსავლენად: აივ-ინფექცია/შიდსი, B , C ჰეპატიტი და ათაშანგი. პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის დამტკიცება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას და შესაბამისად, მისცემს მათ შესაძლებლობას უკეთ დაიცვან თავიანთი უფლებები ჯანდაცვის სფეროში. მათივე ინფორმაციით, სტანდარტის დოკუმენტი საქართველოს პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროსა და ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ თანამშრომლობის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და მასში სრულადაა ასახული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და წითელი ჯვრის კომიტეტის რეკომენდაციები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტთან ერთად მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საბაზისო მედიკამენტების გაუმჯობესებული ნუსხაც დაამტკიცა, მოცემული დოკუმენტით იმ მედიკამენტების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში, პატიმრები სახელმწიფოს ხარჯზე იქნებიან უზრუნველყოფილნი.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)