|
2017-08-07 12:10:09, 2769 ნახვა
ეკონომიკა
თელავში რეგიონალური ინოვაციების ჰაბი გაიხსნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და თვითმმართველ ქალაქ თელავის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ქალაქ თელავის მერმა პლატონ კალმახელიძემ და სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს. მემორანდუმის თანახმად, თელავში, რუსთაველის №11 მდებარე შენობაში ინოვაციების ცენტრი მოეწყობა. ასევე, რეგიონში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში სტარტაპების გენერირების და სააგენტოს მიერ დაგეგმილი პროექტების განხორციელების ხელშეწყობა იგეგმება. ღონისძიება კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და კახეთის რეგიონალური განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი თამარ შაოშვილი ესწრებოდნენ.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)