|
2017-08-05 15:16:02, 3221 ნახვა
მსოფლიო
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამართალი და სამართლიანობა“ ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის შეხვდა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილი კაჩინსკის შეპირდა, რომ მისი პარტია უკრაინაში სტეპან ბანდერას მომხრეების წინააღმდეგ გამოვა. გაზეთის ცნობით, უკრაინასა და პოლონეთს შორის ბანდერას მომხრეების პრობლემა ყველაზე აქტუალურია და ამ თემის გამოყენებით, სააკაშვილს პოროშენკოზე შურისძიება სურს. გარდა ამისა, რუსული „კომერსანტი“ წერს, რომ კიევის ხელისუფლებას ძალიან აინტერესებს, თუ როგორ ჩავიდა სააკაშვილი პოლონეთში გაუქმებული უკრაინული პასპორტით. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პოლონეთში ჩასვლისას არავითარი პრობლემა არ შექმნია.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)