19:39 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-04 21:43:09, 2485 ნახვა

საზოგადოება
GEM Fest- ის ორგანიზატორები: შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერება არ შევიდეს

„შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“,-ამის შესახებ ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის  სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„GEM Fest ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი ბიოს მავნებლობის შესახებ. უფრთხილდით ბიოს, ის კლავს!

შესაბამის ორგანოებთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ფესტივალის ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, ამ მიზნით GEM Fest ის სივრცეში ხდება თითოეული ვიზიტორის პასის სკანირება, რომელიც პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს და ასევე სტუმართა სრული შემოწმება.

 შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ რომ ტერიტორიაზე არ შემოვიდეს ნარკოტიკული ნივთიერება, განსაკუთრებით კი შხამი, სახელწოდებით ბიო! საფესტივალო სივრცეში 24/7-ზე ოპერირებს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სამი მედპუნქტი,რომელიც მიმართვიანობის შემთხვევაში, ეფექტურად მუშაობს.

კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას რომ ბიო არის შხამი და ის კლავს!“,-ნათქვამია განცხადებაში.

 შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, ანაკლიაში GEM FEST-ზე ახალგაზრდა გოგონა შეუძლოდ გახდა. იგი მწვავე ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics