|
2017-08-03 13:51:25, 2589 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მურველთა რეგისტრაცია 15 აგვისტოს ჩათვლით გრძელდება
თუ თქვენ საკუთარი ბიზნესი გაქვთ და ფიქრობთ, რომ თქვენი წარმატების ისტორია სხვებსაც გაუზიაროთ, დარეგისტრირდით ბიზნესდაჯილდოება 2017-ში. მონაწილეთა რეგისტაცია 15 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ბიზნესდაჯილდოება თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ერთობლივი პროექტია, რომელიც წელს უკვე მეორედ იმართება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული ბიზნესების განვითარებას და ახალი ბიზნესების წამოწყებას. მონაწილეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ ნომინაციებში :
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდზე www.businessaward.ge. უკვე დარეგისტრირებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია ბიზნესდაჯილდოების ფეისბუქის გვერდიდან ბიზნეს დაჯილდოება • business award შეგიძლიათ მიიღოთ. დაჯილდოების მონაწილეებს დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს, სექტემბრის დასაწყისისთვის უკვე ცნობილი იქნება ფინალისტების ვინაობა - თითოეულ ნომინაციაში სამი ფინალისტი შეირჩევა. ფინალისტების შესახებ აქტიურ პიარ და მარკეტინგულ კამპანიას თიბისი ბანკი და ჯეოსელი განახორციელებენ. გამარჯვებულები კომპანიები ნოემბრის ბოლოს, დაჯილდოების ფინალურ ცერემონიაზე დასახელდება. ყველა ნომინაციაში გამარჯვებულს ჟიური დაასახელებს, გამონაკლისია ნომინაცია „წლის სტარტაპერი“, სადაც გამარჯვებული საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება.
(R)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)