|
2017-08-02 12:18:05, 2419 ნახვა
ეკონომიკა
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური IFIAR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმის (IFIAR) სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭა, რაც იძლევა გადაწყვეტილებების მიღებისას ხმის და სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის უფლებებს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აუდიტის დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოთა საერთაშორისო ფორუმი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა 18 იურისდიქციიდან წარმოდგენილი აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს მიერ. მათივე ინფორმაციით, დაარსების დღიდან, IFIAR-ის წევრთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით იზრდება და დღეისათვის იგი 52 იურისდიქციის ფარგლებში არსებულ საზედამხედველო ორგანოს აერთიანებს. IFIAR-ი ორიენტირებულია შემდეგ საქმიანობებზე: აუდიტის საბაზრო გარემოსა და აუდიტის დამოუკიდებელი საზედამხედველო ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება აუდიტორებსა და აუდიტორულ ფირმებზე აქცენტირებით, თანამშრომლობისა და თანამიმდევრულობის ხელშეწყობა საზედამხედველო საქმიანობაში, აუდიტის ხარისხით დაინტერესებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგის გასამართად პლატფორმის უზრუნველყოფა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ IFIAR-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ifiar.org (NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)