|
2017-08-02 11:10:00, 847 ნახვა
სამხედრო
III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში უფლებამოსილება ოფიციალურად გადაიბარა
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი მაზარ-ი-შარიფში, გერმანულ სამხედრო ბაზა „მარმალზე" გაიმართა. III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა უფლებამოსილება I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან გადაიბარა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. პირად შემადგენლობას სიტყვით საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარკო ჰაუბმა მიმართა. მან I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს საერთაშორისო ოპერაციით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალზე ასევე, იმყოფებოდნენ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი იოსებ ნიკოლეიშვილი, ჩრდილოეთ სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი ანდრე ბოუდმანი, ჩრდილოეთ სარდლობის სერჟანტი, სერჟანტ-მაიორი ტომას ელ. ფუსი, ასევე გერმანიის, აშშ-ის, ხორვატიის, ჰოლანდიის, მონღოლეთის და სომხეთის სამხედრო მოსამსახურეები. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა, ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ანდრე ბოუდმანმა და საერთაშორისო მხარდამჭერი ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მარკო ჰაუბმა I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის პირად შემადგენლობას მედლები „მტკიცე მხარდაჭერისათვის" გადასცეს. ღონისძიების დასასრულს დამსწრე სამხედრო მოსამსახურეები კაპელანმა, მამა ზაზა სოსიაშვილმა დალოცა. III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში შვიდი თვის განმავლობაში იმსახურებს. გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში მყოფი ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)