18:34 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-01 17:23:10, 2384 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს

თბილისის საზაფხულო ბაღები აღსაზრდელებს დაემშვიდობნენ.

მერიის ინფორმაციით, 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქში მოქმედმა 40-მა ბაღმა 14 ათასამდე აღსაზრდელი მიიღო.

სააღმზრდელო პროცესი, საზაფხულო ბაღების პრინციპიდან გამომდინარე, ნაკლებად იყო დატვირთული საგანმანათლებლო კომპონენტით და მისი დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის გასართობ და სპორტულ აქტივობებს ეთმობოდა, ტარდებოდა მრავალფეროვანი მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიებები.

„საზაფხულო ბაღების პროექტი წელსაც წარმატებით განხორციელდა. სააღმზრდელო პროცესი შეფერხებების გარეშე წარიმართა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თითოეული ბაღის ხელმძღვანელსა და თანამშრომელს,“ - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

სააღმზრდელო წლის დასრულება საზაფხულო ბაღებმა  საინტერესო  ღონისძიებებით აღნიშნეს და აღსაზრდელებს მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაემშვიდობნენ, ხოლო მათ, ვინც სექტემბერში სკოლაში მიდის, წარმატებები უსურვეს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics